X

28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მთავარი მიზანი თემის გარშემო ცნობიერების ამაღლებაა და საქართველო და მსოფლიო მას ყოველ სხვადასხვა კამპანიითა და ღონისძიებით აღნიშნავს.

წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა თავი მოუყარა სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და გამოცდილების მქონე ადამიანის პერსონალურ ხედვას პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე. კამპანიის მთავარი მიზანია ამ საკითხზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბროს არა მხოლოდ თავად უწყებამ, არამედ იმ ადამიანებმა ვისაც ეს პირველ რიგში ეხება.

აქ თქვენ წაიკითხავთ ჟურნალისტების, მწერლების, ბლოგერების, განათლების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების ბლოგპოსტებს, სტატიებსა, თუ მოსაზრებებს იმაზე, თუ რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და პერსონალური მონაცემების დაცვა და როგორ ხედავენ ამ კუთხით სახელმწიფოს, ბიზნესისა თუ მოქალაქის როლს.

28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე